Qajta SAMEFO

საგიჟე

Calibre – გადმოწერე და დააფორმატე ნებისმიერი წიგნი უფასოდ!

on August 9, 2011

Calibre უფასო ელ-წიგნები

Calibre პატარა უფასო პროგრამაა, რომლის საშუალებითაც ელ-წიგნების ნებისმიერ ფორმატში გადაყვანა შეიძლება. ამ კარგ ფუნქციასთან ერთად, Calibre უფასო ბიბლიოთეკაცაა. მიუთითეთ ნებისმიერი ავტორი და წიგნის დასახელება მის საძიებო ველში და მიიღეთ წიგნი სრულიად უფასოდ. ასევე შეგიძლიათ გამოიწეროთ ყოველდღიურად განახლებადი ახალ-ახალი ჟურნალ-გაზეთები და ყველაფერი რისი წაკითხვაც შესაძლებელია.

მე  Calibre-ს ქინდლისთვის ვიყენებ. მაგალითისთვის, უფასოდ ვიწერ ეკონომისტის უახლეს გამოცემებს. ეს სულ რაღაც 20 წამიანი პროცედურაა, შევაერთებ უსბ კაბელს და 10 წამში სასურველი ფაილი მარტივად და კომფორტულად ქინდლში გადადის. გარდა ამისა, სიახლეების მიღება შესაძლებელია Wi-Fi-ს საშუალებითაც, იმეილის დახმარებით… მოკლედ კარგი პროგრამაა და ქინდლის გარდა, ყველა სხვა ცნობილ რიდერს კითხულობს. დაწვრილებით მისი გამოყენების ინსტრუქციას ნახავთ ქვემოთ…

Calibre-ს გადმოსაწერი ლინკი  ოფიციალური საიტიდან, სხვა და სხვა ოპერატიული სისტემისთვის (Windows, Linux, OS X)

მათთვის, ვინსაც წარმოდგენა არ აქვს ქინდლზე და რიდერებზე (მათ შორის ქინდლი საუკეთესოა) და მათთვის, ვინც უკვე ქინდლის მომხმარებელია, არსებობს კომფორული ინტერნეტ მაღაზია, რომლის მონახულებაც  თავისუფლად შეგიძლიათ – Kindle & Kindle Accessories – შეგიძლიათ შეიძინოთ ქინდლი და მისი აქსესუარები ფეისბუქიდან გაუსვლელად. მოინახულეთ გვერდი და დაალაიქეთ 😉 გარდა ამისა, თუ მაღაზიის აპლიკაციას დააბუქმარქებთ, თქვენი პირწიგნაკის მთავარ გვერდზე, მარცხენა მხარეს (საიდბარში) დაემატება აპლიკაციის ღილაკი – Kindle Shop, რომლის საშუალებითაც სრულიად უპრობლემოდ და კომფორტულად, თქვენივე პროფილიდან შეძლებთ მაღაზიის მონახულებას.

მათთვის კი ვინც ეს პოსტი ბოლომდე წაიკითხა, შემოვინახე საჩუქარი. ესაა მარტივი ვიდეო გაკვეთილი იმის შესახებ თუ როგორ გამოვიყენოთ Calibre.

წარმატებებს გისურვებთ, მაინტერესებს რამდენად ხშირად კითხულობთ ელ-წიგნებს? მინდა გითხრათ, რომ ქინდლის შეძენით ძალიან კმაყოფილი დავრჩი. ერთი შეხედვით 134$  გადავიხადე, მაგრამ დაბეჯითებით შემიძლია ვთქვა, რომ ღირს ამ ფასად მსოფლიოს ყველა წიგნის შეძენა. დაწვრილებით ქინდლის შესაძლებლობებზე წაიკითხეთ აქ. ქინდლი – 30 დღე ძლებს დატენვის გარეშე, არ ღლის თვალებს, რადგან არ აქვს გამოსხივება, ის შავ-თეთრია. აქვს Wi-Fi, იტევს უამრავ წიგნს, კითხულობს ტექსტს (არ გატყუებთ, ნებისმიერ ტექსტს კითხულობს, თანაც საკმაოდ ხმამაღლა :D) აქვს MP3 ფორატის მხარდაჭერა – თავისუფლად შეგიძლიათ იკითხოთ და ამავდროულად მოუსმინოთ საყვარელ მუსიკას, გაიგეთ უფრო მეტი – გაიცანი ქინდლი.

Advertisements

One response to “Calibre – გადმოწერე და დააფორმატე ნებისმიერი წიგნი უფასოდ!

  1. bakar says:

    kargia kapo,me aqamdec viyenebd da qindl rom shevidzen mere xom saertod 😉

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out /  Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  Change )

Connecting to %s

%d bloggers like this: